სლოვაკეთის პრემიერი: კიოლნის მოვლენების შემდეგ აუცილებელია ევროკავშირის სამიტი შედგეს

სლოვაკეთის პრემიერი: კიოლნის მოვლენების შემდეგ აუცილებელია ევროკავშირის სამიტი შედგეს

სლოვაკეთის პრემიერი: კიოლნის მოვლენების შემდეგ აუცილებელია ევროკავშირის სამიტი შედგესსლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, კიოლნში ქალებზე მასობრივი თავდასხმების შემდეგ, ევროკავშირს მოუწოდებს ბლოკის შიდა საზღვრების დასაცავად სასწრაფო სამიტი გამართონ.

დღეს კიოლნის პოლიციის შეფი ვოლფგანგ ალბერსი ახალი წლის ინციდენტის გამო თანამდებობიდან გადააყენეს. როგორც აღმოჩნდა, პოლიციელები არ იყვნენ სათანადოდ მომზადებულები და მათ ასობით თავდასხმის, სექსუალური ძალადობისა და ძარცვის ფაქტები ვერ აღკვეთეს.
ანალოგიური თავდასხმები მოხდა ჰამბურგში, შტუდგარდში, ფრანკფურტში, ასევე, ავსტრიის და შვეიცარიის ქალაქებში.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ყველა მიგრანტი, რომელიც ახალი წლის ღამეს გერმანიის მოქალაქეებზე ძალადობდა, ქვეყნიდან იქნება გაძევებული. დღეს უკვე დაჭერილია 30 ეჭვმიტანილი. აქედან 18 მიგრანტია.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი სომხეთში სამხედრო ბაზებს გააძლიერებს
შემდეგი სტატიაTwitter-ის აქციები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა