“ტვ პირველის” მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერზე საუბარი საქართველოს პრეზიდენტმა არ ისურვა

“ტვ პირველის” მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერზე საუბარი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც არ ისურვა და კითხვა – “გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერებზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძება და უნდა გადადგეს ირაკლი ღაიბაშვილი?” – უპასუხოდ დატოვა.

“გილოცავთ 8 მარტს” – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას აუდიოჩანაწერებზე

6 მარტს, “ტვ პირველმა” აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

banner
წინა სტატიაშითბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს
შემდეგი სტატიაანზორ ბიწაძე: ,,ბატონო ბიძინა, არა ვაქცინა, არა ეკონომიკა, ოკუპაცია გრძელდება, იზრდება პოლიტიკური კრიზისი და ამ დროს შენს შვილს უსმენენ”