ტუსკი: უგეგმო “ბრეკსიტის” მომხრეებს ჯოჯოხეთში ადგილი ელოდებათ

ტუსკი ევროპაში რევოლუციის ჩრდილს ხედავსევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მათ, ვინც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გეგმის გარეშე გასვლას უჭერს მხარს, ჯოჯოხეთი ელოდებათ -ამის  შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინსიტრთან ლეო ვარადკართან შეხვედრის შემდეგ თქვა.

ევროკავშირი ბრიტანეთთან გამჭვირვალე საზღვის მომხრეა იმის მიუხედავად, ლონდონთან შეთანხმებას მიაღწევს თუ არა.
ტუსკის სიტყვებმა “ბრექსიტის” მომხრე ბრიტანელი პარლამენტარების მრისხანება გამოიწვია. ისინი ტუსკს არაკორექტულობაში სდებენ ბრალს. დაუნინგ სტრიტზე ამბობენ, რომ აუცილებელი არ იყო მსგავსი გამონათქვამის გამოყენება – “ბიბისი” წერს.

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ერთ თვეში დაიწყება. სამეფოსა და ევროკავშირს შორის, ჯერჯერობით, “ბრეკსიტის” შესახებ შეთანხმება არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშითბილისის ბაგა-ბაღეთბილისის ბაგა-ბაღებში ხელოვნური მასალის სათამაშოებს შეცვლიანბში ხელოვნური მასალის სათამაშოებს შეცვლიან
შემდეგი სტატიასტამბოლში ექვსსართულიანი სახლი ჩამოიშალა