თბილისის ბაგა-ბაღეთბილისის ბაგა-ბაღებში ხელოვნური მასალის სათამაშოებს შეცვლიანბში ხელოვნური მასალის სათამაშოებს შეცვლიან

თბილისის ბაგა-ბაღებში ხელოვნური მასალის სათამაშოებს შეცვლიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

„თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია, ბაგა-ბაღებში მოძველებული და ხელოვნური მასალებისგან დამზადებული სათამაშო ინვენტარის ჩანაცვლება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სათამაშოებით“, – აცხადებენ უწყებაში.

მათი ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საქართველოში სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის იდეის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივ ბაზარზე არსებული ვითარება და ის რესურსი, რაც ქართველ მწარმოებლებს აქვთ სკოლამდელი განათლების სისტემაში არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისათვის.

უახლოეს მომავალში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღნიშნული პროდუქციის შესყიდვისთვის ტენდერს გამოაცხადებს. განახლებული ინვენტარი დედაქალაქის 180-ივე საბავშვო ბაგა-ბაღში შევა“, – აცხადებენ თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი: მღვდლებს მონაზვნები სექს-მონებივით ყავდათ
შემდეგი სტატიატუსკი: უგეგმო “ბრეკსიტის” მომხრეებს ჯოჯოხეთში ადგილი ელოდებათ