,,წულუკიანის პარლამენტში მინისტრის თანამდებობაზე წარმოდგენა, მოსახლეობის შეურაცხყოფაა”

„თეა წულუკიანის პარლამენტში მინისტრის თანამდებობაზე წარმოდგენა არის დაუფარავი შეურაცხყოფა და გამოწვევა საქართველოს მოსახლეობისადმი,“- ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ გააკეთა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დროებითი მთავრობის დამტკიცების პროცესებს გამოეხმაურა. გოგუაძის თქმით, მამუკა ბახტაძის პრემიერად დანიშვნა მოქალაქეებისადმი აგდებულ დამოკიდებულებას გამოხატავს.

„მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა გამოხატავს აგდებულ დამოკიდებულებას საქართველოს მოქალაქეებისადმი. ამ უცნაურ სქემებს, რომლის მიხედვით, მთავრობა, რომელიც არ იქნება მთავრობა და რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, არის სრულიად დემონსტრაციულად აგდებული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოსადმი, კონსტიტუციისადმი,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილი საქართველოს მართავს, როგორც კორპორაციას და კონსტიტუცია ამ კორპორაციის წესდება ჰგონია”
შემდეგი სტატია“როგორც გველს უთქვამს, ტყავი გამოვიცვალე, მაგრამ ისევ ის გველი ვარო” – ნათელაშვილი დროებით მთავრობაზე საუბრობს