წულუკიანი: ქალთა კოლონიის პატიმარი ვარ, ანიტა რაჭველიშვილმა Facebook-ზე გამასამართლა

“ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან, როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე გამასამართლა და ციხეში ჩამსვა”, – ამის შესახებკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “რადიო იმედის” ეთერში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, რაჭველიშვილს ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს.

“იმის მერე, სასჯელს ვიხდი. ეს ხუმრობით. ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამ, Instagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც ციხეში ჩასვა. ქალბატონ ანიტას რატომღაც ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს”. – ამბობს წულუკიანი.

23 მარტს, ქართველმა საოპერო მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ “სანამ კულტურას წულუკიანი მართავს, საქართველოში სცენაზე მისი ფეხი არ დადგება”.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი: უფრო ეფექტიანი იქნება თუ სააკაშვილი და ივანიშვილი ღიად იტყვიან რისი მიღწევა სურთ
შემდეგი სტატიაკუბილიუსი: სააკაშვილი და ივანიშვილი სცენის უკან არიან და პროცესზე ზეგავლენას ახდენენ