კუბილიუსი: სააკაშვილი და ივანიშვილი სცენის უკან არიან და პროცესზე ზეგავლენას ახდენენ

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „TV ფორმულასთან“ – თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი არიან.

კუბილიუსის თქმით, უკეთესი იქნება კრისტიან დანიელსონი მათ ელაპარაკოს და არა ამ პარტიების “ფორმალურ ლიდერებს”.

„ევროკავშირს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას არ შეუძლია მოაგვაროს ლიდერობის კრიზისი საქართველოში, ეს დამოკიდიბულია მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ პარტიებზე, რეალურ ლიდერებზე, რომლებიც სცენის უკან არიან და რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მთლიანად მოლაპარაკების პროცესზე და დისკუსიებზე თუ როგორ მოგვარდეს კრიზისი. თუმცა, ისინი არ მონაწილეობენ მოლაპარაკებებში და არ იღებენ პასუხისმგებლობას მოლაპარაკებების შედეგებზე, ეს არის პრობლემა“, – განაცხადა კუბულიუსმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: ქალთა კოლონიის პატიმარი ვარ, ანიტა რაჭველიშვილმა Facebook-ზე გამასამართლა
შემდეგი სტატიაბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, დამცავი კედლის მოწყობა უკვე დაიწყო