კუბილიუსი: უფრო ეფექტიანი იქნება თუ სააკაშვილი და ივანიშვილი ღიად იტყვიან რისი მიღწევა სურთ

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა არის “პოლიტიკური ხელმძღვანელობის კრიზისი”.

კუბილიუსმა „TV ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი არიან.

“ისინი (მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი) გახლავთ რეალური ლიდერები ორივე პოლიტიკური პარტიის.სამწუხაროდ, ფორმალურ ლიდერებს, რომლებიც მონაწილეობენ მოლაპარაკებაში, არ ესმით პასუხისმგებლობა, ვერ პოულობენ კომპრომისს. გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, აიღებენ პასუხისმგებლობა და მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ, არიან თუ არა მზად კომპრომისისთვის და პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ჯერ კიდევ მოუგვარებელია, ეს გაცილებით უფრო ეფექტიანი გზა იქნება წინსვლისთვის.
ვინც არიან ფორმალურად ლიდერები, კომპრომისს ვერ პოულობენ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის გავლენა არსებობს. მე ვერ გავაკრიტიკებ ყოფილ ლიდერებს, მათ აქვთ უფლება, გააჩნდეთ გავლენა, მაგრამ ან გახსნილად უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებაში, ან თუ არ მიიღებენ მონაწილეობას დიალოგში, ნათლად უნდა განაცხადონ, რა ხედვები გააჩნიათ კრიზისის მოგვარებაში. უნდა განაცხადონ, რომ ვინც პასუხისმგბელობა გააჩნიათ, იპოვონ გადაწყვეტილება” – აცხადებს ევროპარლამენტარი.

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძე: სადაც ზურაბიშვილი პრეზიდენტია, ღარიბაშვილი კი პრემიერი, იყოს წულუკიანიც მინისტრი
შემდეგი სტატიაწულუკიანი: ქალთა კოლონიის პატიმარი ვარ, ანიტა რაჭველიშვილმა Facebook-ზე გამასამართლა