წულუკიანი – ოპოზიციისთვის არჩევნებზე უფრო მეტად საინტერესოა არჩევნების მეორე დღე

რა თქმა უნდა ყოველთვის რცხვენია ადამიანს, როდესაც მის ოჯახში ხდება ღალატი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის მიმართ შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის პოლიტიკური ავანტიურა. მე მინდა დავიცვა ადამიანები და ვისაც სჯერა ამ ავანტიურის, იყავით ფრთხილად, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მარცხს შეგუებულია.

წულუკიანს მიაჩნია, რომ ოპოზიციისთვის საინტერესო არა არჩევნების დღე, არამედ მეორე დღეა.

„არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა პროფესიონალიზმით თუ სისუფთავით ცნობილი ხალხი, რომლებსაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ და ასევე მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ. არჩევნები არ არის მათთვის საინტერესო. ისინი შეგუებულნი არიან მარცხს. ამისთვის უბრალოდ საკმარისია გაიკითხოთ თქვენს სამეზობლოში, რომელი პარტია აქტიურობს ველზე ყველაზე მეტად. ოპოზიცია არც კი აქტიურობს ველზე, თუ არ ჩავთვლით სპორადულ გამოვლინებებს. მათთვის არჩევნებზე უფრო მეტად საინტერესოა არჩევნების მეორე დღე. „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ეს არ არის ადვილი როცა ცხრა წელი ხელისუფლებაში ხარ. პრობლემები ამ ქვეყანაში უამრავია, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ კვლავ რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც შეიძლება ყველაზე მეტად ენდო. ამიტომაც, მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ამ პარტიის მხარდაჭერისკენ, ვიდრე პოლიტიკურ ველზე არ გამოჩნდებიან ახალგაზრდები, ვინც ჩვენ შეგვცვლიან და ვისაც შერცხვება ტყუილის, ვინც არ იქნება სინდისთან მწყრალად და ვისაც შეიძლება ვთქვათ, რომ ყველამ ერთად გადავაბაროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში სულ ჩატარებულია 1 561 228 აცრა
შემდეგი სტატიადიდი ტყუილი, დიდი სიცრუე და დიდი სისულელე – კალაძე მორგოშიასთან კავშირზე