წულუკიანი: მგონი, ქვეყანაში სახალხო დამცველი არ გვყავს

„არ ვიცი, რამდენად გვესწრება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი, არ გვესწრება, რადგან მგონია, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს. ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის შემდეგ არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მინდა, მის აპარატს მოვუწოდო, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თავიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს, პირველ რიგში, მათი საქმეა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის არყოფნაზე განცხადება გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემაც, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში ჩაერთვება.

„მეც მწუხარებას გამოვთქვამ, რომ სახალხო დამცველი დღევანდელ განხილვას არ ესწრება და მეც გამოვთქვამ იმედს, რომ ასე არ გაგრძელდება. მათი მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. დისკუსიის ფუნქცია ეს არის, რომ ერთ მხარეს უფლებების, ინტერესების დაცვა, მეორე მხარეს საზოგადოებრივი ინტერესი და ყველას ჩართულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. როდესაც ის, ვისაც ყველაზე მეტი მოვალეობა აქვს ამ მიმართულებით, აქ პასიურობს, რა თქმა უნდა, ართულებს სწორი ბალანსის მონახვას უშუალოდ დისკუსიის პროცესისთვის და ეს კარგი არ არის. მეც დიდი სიამოვნებით შევუერთდები თქვენს მოწოდებას და ვთხოვ სახალხო დამცველს, ჩაერთოს ამ განხილვებში. ეს იქნება ნამდვილად პროდუქტიული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: ახლა დროა პოზიციების დაახლოების და ვინც ცაში იყო, მიწაზე დაეშვას
შემდეგი სტატიალილუაშვილი: ჩვენი მთავარი მიზანი სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაზე ორიენტირებული პოლიტიკაა