ლილუაშვილი: ჩვენი მთავარი მიზანი სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაზე ორიენტირებული პოლიტიკაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მისივე თქმით, პრობლემის დასაძლევად არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. ამასთან, როგორც ბექა ლილუაშვილი ამბობს, პანდემიის პირობებში მათი მთავარი მიზანი სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაზე ორიენტირებული პოლიტიკაა.

„სიღარიბე და უმუშევრობა არის ჩვენი ქვეყნის, როგორც ისტორიული პრობლემა და მემკვიდრეობა, რომელიც იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და პრიორიტეტად.

იმ პროგრესის მიუხედავად, რომელიც დღეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბისა და დასაქმების პრობლემა გადავლახოთ. ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები არაერთხელ გადაგვიდგამს. დღეს გლობალურად, ისევე როგორც საქართველოში არსებობს ეკონომიკური კრიზისი და პანდემია. შესაბამისად, ბუნებრივია, არის რისკები, რომ ეს მაჩვენებელი მოკლევადიან პერიოდში, ვიდრე პანდემია მიმდინარეობს, გაიზარდოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაზე ორიენტირებული პოლიტიკაა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: მგონი, ქვეყანაში სახალხო დამცველი არ გვყავს
შემდეგი სტატია“ხოშტარია ცდილობს, იმიჯი გადაირჩინოს”