წულუკიანი – არ მგონია, რომ ოქტომბერში ვინმე შეძლებს ჩვენ ბეჭებზე დაცემას

“მე ბევრჯერ ვთქვი ადრეც და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან არასწორი და მისთვის საზიაონო მგონია, ბატონი გიორგისთვის (გახარია) ეს გადაწყვეტილება, მე არ მგონია, რომ ადვილი გზა ექნება მას პოლიტიკაში. შეიძლება, როდესაც დატოვებ მაღალ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, გქონდეს გარკვეული ილუზია, რომ უკან სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ასე იქნება, წარმატებისთვის, მას მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და ძალიან დიდი შრომა, და ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე ჯერჯერობით მის გარეშემო ვერ ვხედავ.

მე არ მგონია, რომ მომავალ ოქტომბერში, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში რომელიც გაიმართება ვინმე შეძლებს ჩვენ ბეჭებზე დაცემას” – თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მომავალ გუნდზე.

banner
წინა სტატიაშითურნავა – საერთაშორისო სტანდარტების სამეთვალყურეო საბჭო „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ფინანსურად ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბებაში დაეხმარება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა