წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უწყების მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მ.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 6,485.46 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (64.08 გრამი) ნაკეთობები იპოვეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, 6,485.46 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – წყალტუბოს განვითარების პროექტი გათვლილია საქართველოს მომავლისთვის
შემდეგი სტატია“საუკუნის საქმის” ადვოკატი მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება