“წინასწარი ინფორმაცია გვაძლევს საფუძველს, ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური ანგარიშის გამოქვეყნებაზე დადებითი მოლოდინი გვქონდეს:

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

წინასწარი ინფორმაცია, რომელიც გაგვაჩნია, გვაძლევს საფუძველს, რომ გვქონდეს დადებითი მოლოდინი ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ ტექნიკური დავალებების ნაწილში აბსოლუტურად ყველა დავალება შეასრულა.
“ჩვენი მოლოდინი არის დადებითი და ის წინასწარი ინფორმაციაც, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გვაძლევს საფუძველს, რომ გვქონდეს დადებითი მოლოდინი ტექნიკური ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე, რომელსაც შემდგომ უნდა მოყვეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყველა ქვეყნის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დადებითად უნდა წარიმართოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით რიგით მეოთხე ანგარიშს 15 დეკემბერს გამოქვეყნებს.

banner
წინა სტატიაში“თქვენმა პროკურატურამ გვამი პროკურორები გააცოცხლა”- ხმაური კომიტეტის სხდომაზე
შემდეგი სტატია“რუსთავის წყლის” აბონენტთა ნაწილისთვის წყალი გაიაფდა