,,წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყებას არამგონია პრემიერმა მხარი დაუჭიროს”

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის თარიღის დანიშვნასათან დაკავშირებით დაიბნა.

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყებას პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს.

,,ჩემი აზრით, პრეზიდენტი ამ საკითხში დაიბნა. მისი მეგობრები და აპარატი, იმის მაგივრად, რომ არკვევდენ საკითხში, კიდევ უფრო აბნევენ სიტუაციას. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გაერკვევა ყველაფერში. რაც შეეხება კონტრასიგნაციას, რომელიც ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება, არამგონია, პრემიერმა დაუჭიროს მხარი. ამიტომ ვფიქრობ, რომ გავერკვევით. ცუდია, რომ პრეზიდენტმა კონსულტაციებს არ მიმართა და ახლა ცდილობს სახე შეინარჩუნოს. არჩევნების თარიღი ალბათ არ შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება ის თუ როდის დაიწყება საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა, თუმცა ”აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს”.

banner
წინა სტატიაშითამარ ქალდანი დღეს პარლამენტში ანგარიშით წარსდგება
შემდეგი სტატიაბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა