წინა ხაზზე წასვლა თუ პარტიიდან წასვლას ნიშნავს, ეს არ ვიცოდი აქამდე, ახლა გავიგე – ხვიჩია

„წინა ხაზზე წასვლა თუ პარტიიდან წასვლას ნიშნავს, ეს არ ვიცოდი აქამდე, ახლა გავიგე“, – ასე აფასებს პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ პარტიისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვებას.
პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, პარტიიდან წამოსვლის გადაწყვეტილებას უნიკალურს უწოდებს.

„ქართული ოცნების“ აი ეს ოპერაცია, სამი ადამიანის პარტიიდან წამოსვლა არის რაღაცნაირად უნიკალური, პარტიიდან ხალხის წამოსვლებს შორის, აქამდე რაც კაცობრიობას გაუკეთებია იმიტომ, რომ ეს პირველი შემთხვევა როდესაც ამბობენ, მართალია წავიდა ეს ხალხი მაგრამ თუ დაგვჭირდა ვეტოს დაძლევის დროს საჩვენოდ გამოვიყენებთო. წინა ხაზზე წასვლა თუ პარტიიდან წასვლას ნიშნავს, ეს არ ვიცოდი აქამდე, ახლა გავიგე“, – აცხადებს პარტია „გირჩის“ ლიდერი.

banner
წინა სტატიაშივხედავთ, რომ ქართველ ერს სურს, გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, ამისთვის საჭიროა, უბრალოდ განაგრძოთ პროგრესი – ტილისი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა