წეროვანის დევნილთა დასახლებაში ახალგაზრდებისთვის ხის ნაკეთობების საამქრო ამოქმედდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, კიდევ ერთი სოციალური საწარმო ფართოვდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით სოფელ წეროვანში, დევნილთა დასახლებაში ხეზე კვეთის სახელოსნო მოეწყო და საჭირო დანადგარებით აღიჭურვა.
“ამ სახელოსნოში ხეზე კვეთის ოსტატი, ახალგორელი ზაზა გათენაშვილი ახალგორიდან და ლიახვის ხეობიდან დევნილ 50 ახალგაზრდას ტრადიციულ ხელოსნობას ასწავლის. ცოტა ხნის წინ კი თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა პროდუქციის ახალი ხაზი – მცირე ზომის ზარდახშები და სუვენირები”, – ნათქვამია პრესრელიზში.
წეროვანში არსებული სოციალური საწარმო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მოინახულეს.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილი რიკოთის უღელტეხილზე საგზაო სადგურის დამონტაჟების პროცესს დაესწრო
შემდეგი სტატიამეუფე ვახტანგი – ჩვენ დიდი სიყვარული შეგვიძლია, მაგრამ არ შეგვიძლია თანადგომა