წერეთელი: სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ პრობლემებზე საუბარი ხელისუფლებისთვის მტკივნეულია, ამიტომაც ისინი ყველაფერს აკეთებენ სახალხო დამცველის ინსტიტუტის დასასუსტებლად

„ხელისუფლებას სახალხო დამცველის ანგარიშში ნახსენებ პრობლემებზე ღიად საუბარი არ მოსწონს მაგრამ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, გვჭირდება ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სწორად ფუნქციონირებს, ამ შემთხვევაში ეს არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი და პირადად სახალხო დამცველი.“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან ინტერვიუსას.

„სახალხო დამცველის ანგარიში უდავოდ არის ძალიან საინტერესო, მე ვიტყოდი, რომ არის სამწუხარო იქ მოყვანილი ფაქტები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ ეს ფაქტები სხვაგვარად წარმოაჩინოს, შეალამაზოს ან დამალოს მაგრამ აქვე სახალხო დამცველის მხარდასაჭერად უნდა ითქვას, რომ ის ყოველთვის ცდილობს ის ფაქტები, რისი დამალვაც არ შეიძლება არ დაუმალოს საზოგადოებას და იყოს ობიექტური, ეს არის ყველაზე მთავარი, ობიექტურობა სწორედ ამას გულისხმობს, ფაქტები უნდა აღწერო და შენი შეფასება გააკეთო, 5 ივლისის მოვლენები, პოლიტიკური დევნის საკითხები, კოვიდის მართვასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ ხელისუფლებას ამ პრობლემებზე ღიად საუბარი არ მოწონს მაგრამ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, გვჭირდება ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სწორად ფუნქციონირებს, ამ შემთხვევაში ეს არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი და პირადად სახალხო დამცველი.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: არავითარი სამართალდარღვევა გია ლორთქიფანიძეს ჩადენილი არ აქვს
შემდეგი სტატიადეკანოზ ჭიღლაძეს სინოდურმა კომისიამ მღვდელმოქმედება აუკრძალა