წერეთელი ევროპარლამენტარების წერილზე – თუ ვინმეს კითხვა ჰქონდა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ იმიტომ, რომ არ არის სანდო მართლმსაჯულება და არის პოლიტიკური დევნა. თუ ხელისუფლებაში ვინმეს კიდევ შეუძლია რეალობის ობიექტურად აღქმა, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მკაფიოა ევროპარლამენტარების პოზიცია, რომ საქართველოში უპირველეს ყოვლისა არ არსებობს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ და პრაქტიკულად გაცხადებული პოლიტიკური დევნაა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

„ჩვენ გავეცანით ევროპარლამენტის წევრების წერილს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ახლა უფრო მკაფიოა მათი პოზიცია, რომ საქართველოში უპირველეს ყოვლისა არ არსებობს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ და პრაქტიკულად გაცხადებული პოლიტიკური დევნაა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, რასაც ბეჭედი დაასვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მისი ცნობილი განცხადებით, რომ თუ არ იქნება აქტიური, არ დავიჭერთ, თუ იქნება პოლიტიკაში აქტიურად, დავიჭერთ, თუ იაქტიურებს, მუხლებს დავუმატებთ – თუ ვინმეს კიდევ კითხვა ჰქონდა ყველასთვის ნათელი გახდა სურათი. ძალიან სამწუხაროა საქართველოს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ ადეკვატური საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იმ რეალობის მიმართ, რაც არის მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის თვალსაზრისით, ზოგადად ასეთი გამოხმაურება ნეგატიურია ქვეყნისთვის, მაგრამ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ იმიტომ, რომ არ არის სანდო მართლმსაჯულება და არის პოლიტიკური დევნა. თუ ხელისუფლებაში ვინმეს კიდევ შეუძლია რეალობის ობიექტურად აღქმა, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – გუშინ მთელი დღე ღვინოს ვიღებდი და არ ვიცი, რა ხდებოდა აქციაზე
შემდეგი სტატიაშს მინისტრის მოადგილე – თუ გიგი უგულავამ დაარღვია კარანტინის წესები, დაჯარიმდება