წერეთელი: „ახალი, ვადამდელი არჩევნებია საჭირო იმისთვის, რომ თანამდებობებზე იყვნენ კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ

„აქ ჩემი აზრით არავითარი დაპირისპირება, პრინციპები და სხვა რაიმე არაა, უბრალოდ ჩაითვალა, რომ ის აღარაა საჭირო ამ პოსტზე და იქნება სხვა პოსტზე. ჩაითვლება, რომ ვინმე უნდა მოვიდეს სხვა ისეთი, რომელიც არაფერს არ გააკეთებს, უბრალოდ ადგილი უნდა შეავსოს.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრობიდან გადადგომას.

„ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა ზოგადად ნებისმიერ ქვეყანაში რაღაცა მოვლენაა, მითუმეტეს როდესაც კოვიდია და მითუმეტეს ისეთ გარემოში, როგორიც საქართველოშია, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე სისტემურ ჩავარდნებს გამოიწვევს. ისედაც ჩავარდნილი იყო ყველაფერი და იმ შედეგებით, რომელიც ამ წლების განმავლობაში იყო, განსაკუთრებით კოვიდდთან მიმართებაში, მინისტრიც და მთავრობაც ალბათ რამდენჯერმე იყო გადასაყენებელი. ქვეყანა არ დარჩენილა მსოფლიოში, რომელსაც არ შეეცვალა ან ერთხელ ან ორჯერ ჯანდაცვის მინისტრი, იმიტომ რომ ძალიან რთული პროცესია ეს და ჩვენ ვხედავდით როგორ ჯიუტად ხდებოდა ყველაფრის გამართლება. აქ არ არის მარტო პირადად მასში საქმე, აქ არის მთელ იმ ვერტიკალში, რომელიც ქვეყანაში არსებობს და რომლის სათავეშიც ერთი ადამიანია. მანვე მოიყვანა და მანვე გაუშვა, აქ ჩემი აზრით არავითარი დაპირისპირება, პრინციპები და სხვა რაიმე არაა, უბრალოდ ჩაითვალა, რომ ის აღარაა საჭირო ამ პოსტზე და იქნება სხვა პოსტზე. ჩაითვლება, რომ ვინმე უნდა მოვიდეს სხვა ისეთი, რომელიც არაფერს არ გააკეთებს, უბრალოდ ადგილი უნდა შეავსოს. აი ეს უნდა დასრულდეს, ამიტომ ვამბობთ, რომ ახალი ვადამდელი არჩევნებია საჭირო იმისთვის, რომ ადგილებზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ ხალხის მიმართ და ვისაც აქვთ კომპეტენცია.“ – განაცხადა წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ ჭიღლაძეს სინოდურმა კომისიამ მღვდელმოქმედება აუკრძალა
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე: მიზეზი იყო პირველი – ფინანსები და მეორე – ტიკარაძემ არ შეიტენა ის სადიზმი, რომელსაც “ქართული ოცნება” პატიმრის მიმართ ახორციელებდა