წელს საგრძნობლად გავზრდით ჩვენი ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებულ მოგებას – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის პოლიტიკას რუსული ენერგორესურსების მიმართ არ მოჰყოლია ზარალი რუსეთის ბიუჯეტში და წლის ბოლომდე ენერგიის ექსპორტიდან მიღებული მოგება გაიზრდება.

„ნავთობი, ზოგადად, არ ექვემდებარება პოლიტიკას, არის მასზე მოთხოვნა. ნავთობის ბაზრები არ ემორჩილებიან პოლიტიკურ „ბრძანებებს“, „ახირებებს“. ჩვენ გვაქვს გაყიდვის ალტერნატიული ბაზრები, ჩვენ უკვე ვზრდით გაყიდვებს. დასავლეთის პოლიტიკის შედეგად ჩამოყალიბებული ფასების დონის გათვალისწინებით, ბიუჯეტის დანაკარგები არ გვაქვს. პირიქით, წელს საგრძნობლად გავზრდით ჩვენი ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებულ მოგებას“, – განაცხადა ლავროვმა ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობისთვის შეთანხმებულ შეზღუდვებზე კომენტირებისას.

მინისტრის თქმით, რუსეთი შექმნილი სიტუაციიდან გაკვეთილს სწავლობს, რომ „ამ ხალხს აღარასოდეს დავეყრდნოთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ საერთოდ არ დაველაპარაკებით“.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა დონეცკში რუსი ოკუპანტების ოცეული და ქვეითი საბრძოლო მანქანები გაანადგურეს
შემდეგი სტატიაშეერთებული შტატები უკრაინაში საბჭოთა Mi-17 ვერტმფრენებს აგზავნის