წალკა–ნინოწმინდის გზაზე თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები პოლიციელებმა გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ე.წ. ტიკმანტაჟის უღელტეხილზე, თოვლში ჩარჩენილი 50 მოქალაქე გამოიყვანეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეების გამოყვანაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კალანდაძემ, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვაჟა ბერძენიშვილმა და ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა გიორგი კიკალიშვილმა.

შსს–ს თანამშრომლებმა, დიდთოვლობის გამო ნინოწმინდა-წალკის მონაკვეთზე, გვიან ღამით ჩაკეტილ გზებში ჩარჩენილი 25 მოქალაქე, ხოლო დილით ასევე 25 მოქალაქე ამოიყვანეს.

ამ დროისთვის, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წალკა-ნინოწმინდის მაგისტრალზე, ე.წ. ტიკმანტაჟის უღელტეხილზე ჩარჩენილი ავტომანქანების გამოყვანა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიჰონკონგის პროექტი – აფხაზეთისთვის მაგალითი თუ განუხორციელებელი ოცნება?!
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ