წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10-ზე მეტ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10-ზე მეტ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცა. სოციალური კამპანიის ინიციატორია წალენჯიხელი ზვიად სარია, რომელმაც 10-ზე მეტ პენსიონერს და სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება თავად დაურიგა. 1000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტი ზვიად სარიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას გაუგზავნა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კი სასურსათო დახმარების ადრესატებამდე მიტანა უზრუნველყო.

„ეს ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენაა. სამაგალითონი არიან ის ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან ამ მძიმე დროს სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც დახმარება ყველზე მეტად სჭირდებათ ახლა. მადლობა მათ ამ უანგარო ზრუნვისთვის“, – განაცხადა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ, თემურ ღვინჯილიამ.

ეს არაა პირველი საქველმოქმედო აქცია მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია გამოცხადდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადგილობრივმა კომპანიამ მოწყვლად ჯგუფებს უკვე გადასცა სასურსათო სახის დახმარება.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი იყოს გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას…