წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, მუშა ჯგუფთან სამუშაო თათბირი გამართა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, სილამაზის სალონები, სხვადასხვა სახის ელექტრო ტექნიკის მაღაზიები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩატარდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები .ასევე გაგრძელდება სკოლებისა და საბავშვო ბაღების,სხვადასხვა დაწესებულებების სპეციალური ხსნარით დამუშავება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა თამარ კვარაცხელიამ განაცხადა რომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის, გვყავს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული 35 მოქალაქე, რომელთა მონიტორინგსაც აწარმოებს მუნიციპალიტეტთან ერთად წალენჯიხის შსს რაიონული განყოფილება. მუნიციპალიტეტში შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელებიც ჩართული იქნებიან უფასო სასადილოში აღრიცხვაზე მყოფი 70 წელს გადაცილებული მოხუცების საკვების მიწოდებაში. ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც,რომ საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელი ადგილზე მიიღებს საბავშვო ბაღში არსებულ კვების პროდუქტებს.

banner
წინა სტატიაშირუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით “ლელო” ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიაბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა