რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით “ლელო” ინიციატივით გამოდის

ლელო“ ზუგდიდის რეგიონული ოფისი გამოდის ინიციატივით, რომ რუხის მრავალფუნქციური კლინიკა ინფექციური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის სამედიცინო რეგიონალური ჰაბი გახდეს.

„როგორც გვაქვს ინფორმაცია, რუხის კლინიკა-საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წელს დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 42მილიონ 620 ათასი ლარი შეადგინა. ჩვენი ინფორმაციით, 220 საწოლზე გათვლილი, 7 ბლოკირებული განყოფილება და პლიუს 25 ადგილიანი სასტუმრო, ზუსტად პასუხობს დღეს ჩვენს ქვეყანაში მძვინვარე ვირუსულ გამოწვევას. ხელისუფლებას გაუგებარი მიზეზებით გადამალული აქვს ეს საავადმყოფო და ის დანაშაულებრივად უფუნქციოა. ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით და ვთავაზობთ ხელისუფლებას მოხდეს უმოკლეს ვადაში აღჭურვა თანამედროვე სტანდართებით და ინფექციური დაავადების პრევენციისა და მკურნალობის ცენტრად იქცეს. თუ ხელისუფლება არ იქნება ადეკვატური ჩვენი ინიციატივის მიმართ, მაშინ დაასაბუთოს უმოქმედობის მიზეზები“, – ამბობს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებულ 34 საბავშვო ბაღებში 10 დღის მენიუს ორშაბათიდან დაარიგებენ
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არის