წალენჯიხის მერია სკოლებში პირველკლასელთა კვებას დააფინანსებს

სასიამოვნო სიახლე წალენჯიხელებისთვის – წალენჯიხის მერია სკოლებში პირველკლასელთა კვებას დააფინანსებს. საამისოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35-ვე სკოლისთვის 200 ათასი ლარია გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან . პროექტში სულ 3 000 ბავშვია ჩართული.
როგორც წალენჯიხის მერის მოადგილე, ივანე ბურდული ,,თაიმერთან” საუბრისას აცხადებს, შედგენილი იქნება სპეციალური მენიუ. ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება უფასო სადილით,“ – ამბობს ბურდული.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლებში პირვეკლასელების ერთჯერად კვებას საქართველოს მასშტაბით მხოლოდ წალენჯიხის მერია აფინანსებს.

banner
წინა სტატიაშიშიმშილობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ დაიწყო
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის პრეზიდენტი მოსკოვში მიემგზავრება