შიმშილობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ დაიწყო

შიმშილობა დღეს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთმა დეპუტატმა, თემურ ჯანაშიამ დაიწყო. ის პარტიის სამ დეპუტატს შეუერთდა, რომლებმაც პროტესტის ამ ფორმას პარლამენტში გუშინ მიმართეს.

დეპუტატები მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

“როცა მივიღებთ გარანტიას, რომ ეს ადამიანი არის კვალიფიციური ექიმების ხელში, ისეთ მდგომარეობაში, რომ პროგრესი აღინიშნება მისი ჯანმრთელობის, რეალური პროგრესი, მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შევწყვეტთ”, – თქვა ჯანაშიამ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, სასტუმროს ნომერში, შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მერია სკოლებში პირველკლასელთა კვებას დააფინანსებს