წალენჯიხაში ბიუროკრატების ჩხუბს ოთარ დანელია შეესწრო

წალენჯიხაწალენჯიხაში “სამთავრობო ინციდენტი” მოხდა – ამის შესახებ “თაიმერს” ექსკლუზიურად აცნობეს. როგორც მოგეხსენებათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამუშაო შეხვედრებს მართავდა. ტრდიციისამებრ, შეხვედრის შემდეგ, საღამოს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრი დანელია ვახშამზე ახალგახსნილ რესტორან “ჩელაში” დაპატიჟეს. როგორც “თაიმერის” წყარო იუწყება, შეხვედრას მთელი მუნიციპალიტეტის “ბომონდი” ესწრებოდა.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, საკრებულოს წევრი კობა შანავა ვახშამზე მიიჭრა და ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელებისთვის ადგილობრვი ხელისუფლების “საგმირონი საქმეების” მოყოლას შეეცადა. “ბიუროკრატების წარსულსა და კორფციული სქემაზე საუბრობდა, რომელიც მუნიციპალიტეტში ხდება” – ამბობს წყარო. კობა შანავას გამოსვლას ვახშამზე, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, მწვავე რეაქცია მოჰყვა. გინებით დაწყებული დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა (რომელიც, რატომღაც წალენჯიხის საკრებულოს და გამგეობის წევრებს არც ერთ შეხვედრაზე არ აკლიათ). წალენჯიხელი ბიუროკრატები ცდილობდნენ მინისტრს არ გაეგო შანავას მიერ მხილებული საქმეები და მისი რესტორნიდან გამოყვანა შეძლეს. თუმცა, შანავა, მიუხედავად ამისა, მაინც განაგრძობდა ხმამაღლა ყვირილს. “თაიმერის” წყარო აცხადებს, ასეთი “სარკო” ამბავი კინოშიც არ მინახავსო. როგორ ჩანს, ქართული ოცნების რეიტინგი, როგორც ყველა რაიონში, წალენჯიხაშიც კატასტროფულად ეცემა.
ინციდენტი ერთი საათის წინ მოხდა.

banner
წინა სტატიაში(video) ალმას ჯაპუა პარლამენტს უპირისპირდება-რა ხდება ამ წუთებში სოხუმში
შემდეგი სტატიაბრაზილიის პრეზიდენტი იმპიჩმენტს ვერ გადაურჩა