წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მიქავაში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის  ბორდიულს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მ.გ   გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. მათ შორის ერთი ბავშვია , რომელიც ზუგდიდის  რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი  კი წალენჯიხის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. ექიმების თქმით მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

როგორც “თაიმერს” შსს-ში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო: საქართველოს მთავრობას აქვს უნარი, განამტკიცოს დემოკრატიული პრაქტიკისადმი ერთგულება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარები
შემდეგი სტატიათბილისის მერიის სამსახურები მზად არიან, აქციის მონაწილეებს ყველა ტექნიკური საკითხის ორგანიზებაში გაუწიონ დახმარება