ტრამპმა მრჩევლად “სიკვდილი ჩინეთისგან”-ის ავტორი დანიშნა

აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაჭრობის საკითხებში მრჩევლად ეკონომისტი პიტერ ნავარო აირჩია – ის უხელმძღვანელებს თეთრი სახლის ეროვნულ სავაჭრო საბჭოს – რესპუბლიკელის საიტზე დევს.
ახალი ორგანოს მისია იქნება სავაჭრო მოლაპარაკებებში პრეზიდენტის კონსულტაცია. “პიტერის ეს წიგნი რამდენიმე წლის წინ წავიკითხე, რომელშიც ამერიკის სავაჭრო პრობლემებზე გარკვევით არის საუბარი მოყვანილი არგუმენტებითა და მნიშვნელოვანი კვლევებით” – განაცხადა ტრამპმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნავარო მის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის მოვალეობას 20 იანვრიდან შეუდგება.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაორი იღუმენია წმინდანად შეირაცხა