ტრამპმა მოსამართლის გადაწყვეტილებას სამიგრაციო ბრძანების შეჩერების შესახებ, უგუნური უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგრონის შტატის ქალაქ სიეტლის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც მისი სამიგრაციო განკარგულება შეაჩერა, “უგუნური” უწოდა. განკარგულება მთელს ქვეყანაში შეჩერებულია მანამდე, სანამ არ განიხილება საჩივარი, რომელიც ადგილობრივ პროკურატურაში შევიდა. საჩივარში ნათქვამია, რომ პრეზდენტის განკარგულება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მის გაუქმებას ითხოვენ.
იუსტიციის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
პრეზიდენტის განკარგულებაში საუბარია ლტოლვილების მიღების და მუსილებზე ვიზების გაცემის შეჩერებაზე.
“ამ ე.წ მოსამართლის აზრი, რომელიც, პირველ ყოვლისა, ჩვენს ქვეყანას სამართალდამცავ ფუნქციას ართმევს, უგუნურია და ის გაუქმდება!” – დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე.

ტრამპის 27 იანვრის განკარგულებაში საუბარია იმაზე, რომ სუდანის, იემენის, ლიბიის, სომალის, ირანის, ერაყისა და სირიის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა უნდა შეიზღუდოს, ასევე, გაურკვეველი ვადით სირიელი ლტოლვილების მიღება შეჩერებულია.

banner
წინა სტატიაშილონდონში ტრამპისადმი “განსაკუთრებული ურთიერთობების” წინააღმდეგ აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიალატვიამ რუსეთთან 23 კილომეტრიანი ღობე გაავლო