ტრამპმა ისრაელს მოუწოდა მის თანამდებობაზე მისვლამდე მოითმინოს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც 20 იანვარს შეუდგება თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებას, ისრაელს მისი ინტერესების დაცვას დაპირდა. ტრამპის თქმით, ახლა ისრაელმა ძალა უნდა მოიკრიბოს და ტრამპის ინაუგურაციამდე მოითმინოს.
“ჩვენ ვერ დავუშვებთ ისრაელის მიმართ ასეთი სიძულვილითა და უპატივცემლობით მოქცევას. აშშ-ს სახით მათ ადრე მშვენიერი მეგობარი ყავდათ, მაგრამ არა ახლა. დასასრულის დასაწყისი ირანთან შეთანხმება იყო, ახლა კი გაერო. ძლიერი იყავი, ისრაელ, 20 იანვარამდე არაფერი დარჩა” – ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა, გასულ კვირას რეზოლუცია მიიღეს, რომელიც ისრაელს პალესტინის დაპყრობილ ტერიტორიებზე მშენებლობებს უკრძალავს. რეზოლუციამ ისრაელის უკიდურესი გაბრაზება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისირიაში რუსეთის საელჩო ისევ დაცხრილეს
შემდეგი სტატიაForbes-მა ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე მსახიობები დაასახელა