ტრამპი: რუსეთში სამხედრო არეულობამ პუტინი დაასუსტა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა Reuters-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.

ტრამპის თქმით, აშშ ვალდებულია, აიძულოს კონფლიქტის მხარეები, დაიწყონ მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად.

“ვფიქრობ, მთავარი, რასაც აშშ ახლა უნდა აკეთებდეს არის მშვიდობის დამყარება – რუსეთისა და უკრაინის ერთად თავმოყრა და მშვიდობის დამყარება. ეს შესაძლებელია. ახლა არის ამის გაკეთების დრო, ორივე მხარე ერთად დასვა და აიძულო მშვიდობა”. – ამბობს ტრამპი.

ტრამპი ასევე გამოეხმაურა 23 ივნისს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ დაწყებულ სამხედრო არეულობას. ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთში გადატრიალების მცდელობამ პუტინი გარკვეულწილად დაასუსტა.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კვლავ თავის ადგილზეა და კვლავ ძლიერადაა, თუმცა, ის გარკვეულწილად ნამდვილად დასუსტდა, ყოველ შემთხვევაში, ბევრი ადამიანის თვალში მაინც”. – თქვა ტრამპმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა პუტინის ჩანაცვლების შესაძლებლობაზე.

“არ ვიცით, რა არის ალტერნატივა. ეს შესაძლებელია იყოს უკეთესი, თუმცა, ასევე შეიძლება იყოს უარესი”. – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, საქართველოში ჩამოასვენეს
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება