ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, პუტინს ინაუგურაციამდე შეხვდება

აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა, გამარჯვების შემთხვევაში, სურვილი გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ინაუგურაციამდე შეხვედეს.
რადიოწამყვანის შეკითხვაზე, როგორ აიცილებს ტრამპი თავიდან რუსეთთან ომს, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ სინამდვილეში პრობლემა იმაშია, რომე ამერიკელი ლიდერები პუტინს ხშირად ლანძღავენ. “არ არის გასაკვირი ის, რომ ის ვერ იტანს ვერც ობამას და ვერ კლინტონს” – მილიარდელს Politico ციტირებს.
“ჩემი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებამდე შემიძლია პუტინს შევხვდე. ვფქრობ, ეს დიდებული იქნებოდა” – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ს საპრეზიდენრო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმერკელმა ბერლინში “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა დანიშნა
შემდეგი სტატიასირიელი ამბოხებულები და ბოევიკები ალეპოდან წასვლაზე უარს ამბობენ