,,ტრამპი ჩემი პატარძალი არ არის, ამიტომ იმედგაცრუებული ვერ ვიქნები”

„ტრამპით იმედგაცრუებული ვერ ვიქნები, ის ჩემი პატარძალი არ არის და არც მევ ვარ მისი პატარძალი ან სასიძო“, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენეტმა ჟურნალისტს, რომელმაც ვლადიმირ პუტინს ჰკითხა, რამდენად კმაყოფილია ის დონალდ ტრამპთან ურთიერობებით .

„თქვენი კითხვა მიამიტურად ჟღერს, რადგან ჩვენ, მეც და ტრამპიც სახელმწიფოებრივი საქმეებით ვათ დაკავებულები. ორივე ვხელმძღვანელობთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის ლიდერმა პრესკონფერენცია პეკინში გამართა, სადაც ის BRICS-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტში მონაწილობდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას, რუსეთში მომუშავე აშშ-ის დიპლომატების რიცხვი კიდევ შეამციროს. საუბარია კიდევ 155 ადამიანზე.

მანამდე პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთში მდებარე აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა როდენობა 455-მდე შემცირდა.

„რუსეთში მუშაობდა 1300 ამერიკელი დიპლომატი, ხოლო აშშ-ში 455 რუსი. ამასთან, რუსეთმა 455 ადამიანში შეიყვანა 155 დიპლომატი, რომელიც რეალურად გაერო-ს თანამშრომელია. ამიტომ, თუ ნამდვილ პარიტეტზეა საუბარი, მაშინ ეს არის 455-ს მინუს 155. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ამ რაოდენობის ამერიკელი დიპლომატების შესახებ გადაწყვტილება მივიღოთ, თუმცა ჯერ ამას არ გავაკეთებთ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“ – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი აუცილებლად მიმართავს ამერიკულ სასამართლოს და რუსეთის დიპლომატიური ობიეტქების ჩამორთმევას გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლის შეფასებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მკვლელობის დაგეგმვის მოტივი არა ანგარება, არამედ შურისძიება იყო
შემდეგი სტატიანინო ჯავახაძე – 2017 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 5%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა