ტრამპა მექსიკასთან და კანადასთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა გადაიფიქრა

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (NAFTA) გაუქმება გადაიფიქრა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 23 იანვარს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება კანადასა და მექსიკასთან არსებული ვაჭრობის შეთანხმების გადახედვის შესახებ, თუმცა თეთრი სახლის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით ეს შეთანხმება აღარ გაუქმდება თუმცა მასში ცვლილებები შევა.

შეთანხმება 1994 წელს დაიდო. ახლა ვაშინგტონს დოკუმენტის პირობების გადახედვა სურს – მას არჩევნებამდე ტრამპი “სამუშაო ადგილების მკვლელს” და “ისტორიაში ყველაზე ცუდ სავაჭრო შეთანხმებას” უწოდებდა.

სიახლე მოულოდნელი გახდა ბაზრებისთვის, რომლებიც ამერიკის შეთანხმებიდან გასვლას ელოდებოდნენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისესიაშვილი: მანქანის გაქურდვის ადგილზე ჩემი შვილის ანაბეჭდები იყო, რადგან მანქანის პატრონთან მეგობრობს
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი: სესიაშვილმა პრაქტიკულად, მისი შვილის ყველა ბრალდება დაადასტურა