თქვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ჩემი თავისუფლება იწყება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 11, 2015 02:31

თქვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ჩემი თავისუფლება იწყება

მნიშვნელოვანი

  • "ჩარლი" არ ვარ მე, არამედ უბრალო ადამიანი, როემლისათვის სარწმუნოებისს შეურაცხყოფა მიუღებელია. ამორალური საქციელი თვქენთვის შეიძლება დემოკრატიაა, მაგრამ თქვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ჩემი თავისუფლება იწყება

სხვა სტატიები

თქვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ჩემი თავისუფლება იწყებასამწუხაროა როდესაც საზოგადოების ნაწილი “ჩარლია” და უმეტესობა თავს არიდებს იმაზე საუბარს, რომ სფრანგეთში მოხდარი ტერორისტული აქტის პროვოცირებაში სახელმწიფოსაც მიუძვის გარკვეული წვლილი.
შეიძლება ზოგიერთისთვის დემოკრატია სულიერი ღირებულებების გინებაა, მაგრამ ზოგიერთისთვის მძიმე შეურაცხყოფა. იქ სადაც სამართალმა ე.წ. კარიაკტურა გაამართლა და არ შეაჩერა სხვისი ფასეულობების შეურაცხყოფა, იმათ იარაღის ხმარების საბაბი მისცა და უნიჭო ნახატების გამო 17 ადამიანის სოცოცხლე შეიწირა.

დემოკრატია ადამიანს მორალური ფასეულობებისგან განთავისუფლებას კი არ ნიშნავს, არამედ პირიქით ყველასი უფლების დაცვას და პირველ რიგში ადამიანის სულიერი ფასეულობის პატივისცემას. როგორ წარმოიდგენია ევროპას, ამ შემთხვევაში კი საფრანგეთს სხვა და სხვა კულტურის მატარებელ ადამიანთ ჰარმონიული თანაცხოვრება, როდესაც რწმენის შეურაცხყოფას სიტვის თავსიუფლებაში ასაღებს? აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ მუსლიმებს, არამდ ქრისტიანებსაც და სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებს.
ზოგიერთისთვის რაღაც გამართლების საბაბად იქცა ის, რომ Charlie Hebdo ყველას და ყვლაფერს აკრიტიკებდაო. თურმე პუტინიცი კი გაამასხარავეს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის პერიოდში. და ეს რა უხამსობისა და შეურაცხყოფის საპტიო მიზეზია?
არ ვარ არც რელიგიური ექსტრმიზმისა და არც “დემოკრატიული” იმპონტენციის მომხრე. არც “ჩარლი” არ ვარ მე, არამედ უბრალო ადამიანი, როემლისათვის სარწმუნოებისს შეურაცხყოფა მიუღებელია. ამორალური საქციელი თვქენთვის შეიძლება დემოკრატიაა, მაგრამ თქვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ჩემი თავისუფლება იწყება. ნუ მაძალებთ მივიღო ამორალური ნორმად, და რც მე მოგახვევთ ჩემს რწმენას, გზა თავისუფალია, მაგრამ არა შუქნიშნების გარეშე.

გიორგი დევნილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 11, 2015 02:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics