ტორსტენ კიოლერი: საქართველო არსებითი პაკეტის ყველა პუნქტს ზედმიწევნით ახორციელებს

ნატო-ს სათაო ოფისი ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არის იმით, რომ საქართველო არსებითი პაკეტის ყველა პუნქტს ზედმიწევნით ახორციელებს, – ამის შესახებ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა პოლკოვნიკმა ტორსტენ კიოლერმა განაცხადა.

როგორც ტორსტენმა განაცხადა, მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 13-ვე პუნტი წარმატებით განხორციელდა.

„ნატო-ს სათაო ოფისი არის ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იმით, რომ საქართველო არსებითი პაკეტის ყველა პუნქტს ზედმიწევნით ახორციელებს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. “ნატო-საქართველოს წვრთნები 2016” დიდ გამოცდილებას შესძენს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომ უფრო თავსებადი იყოს ნატო-ს ძალებთან. ეს არის პირველი წვრთნა, როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია მთავარი დაგეგმვაში”, – განაცხადა პოლკოვნიკმა.

banner
წინა სტატიაშიგორში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ველოდებით, რომ გაჩნდება სივრცეები, სადაც ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ