ტყიბულში დაშავებული მეშახტეებიდან ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

ტყიბულში დაშავებული მეშახტეებიდან ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა – ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. დაზარალებულები დღის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. ამავე კლინიკაში რჩება კიდევ 2 დაშავებული – სულ გუშინდელი ტრაგედიის შედეგად ტყიბულიდან თბილისში 5 მეშახტე გადმოიყვანეს. ყველა მათგანს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აღენიშნება. მინისტრის თქმით, შახტის დახურვა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული პრობლემების მოსაგვარებლად.

“რაც შეეხება, ზოგადად მინდელის შახტის უსაფრთხოების შესწავლას, მართლაც ეს დახურვის პერიოდი უნდა გამოყენებული იქნას, ძირითადად შესასწავლად და სამოქმედო გეგმის შესასწავლად,”-აცხადებს დავით სერგეენკო.

banner
წინა სტატიაშიბახტაძემ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადებები გააკეთა, მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ არის კვირიკაშვილზე ხელის შეწმენდის პროცესი,” – პროფკავშირები
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი თავის ყოფილ უწყებაში დღეს ბოლოჯერ მივა და დავით სერგეენკოს საქმიანობას გადააბარებს