ტყიბულის მერმა მეშახტეებს სოლიდარობა გამოუცხადა

ტყიბულში მერიის წინ მეშახტეების აქცია მიმდინარეობს. გაფიცული მეშახტეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელფასებს და შახტის ამუშავებას ითხოვენ.

აქციაზე იმყოფება და მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებს ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე. მისი თქმით, მეშახტეების პრობლემები ქალაქზეც აისახება. მისივე განმარტებით, შახტის ამუშავება მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. აქციაზე იმყოფებიან მერიის სხვა თანამშრომლები და მოქალაქეებიც. მშობლების ნაწილმა ბავშვები ბაღებსა და სკოლებში არ გაუშვა.

აქციაზე შეუძლოდ გახდა ერთი მოქალაქე, მას სასწრაფო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მეშახტეების თქმით, აქციები მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება. ამ დრომდე შახტში რჩება 30-მდე მეშახტე, ისინი შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებენ.

banner
წინა სტატიაშითუ სასწაული მოხდა და “ევროპულმა საქართველომ” მეცინება, მაგრამ ენმ-ზე მეტი მანდატი მიიღო, მათთან კოალიციაში შევალთ – ვაშაძე
შემდეგი სტატია“თავი დავანებოთ ამ ტაკიმასხარაობას” – ბესელია პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრების განცხადებებს ეხმაურება