ტყემალაძე ვარაუდობს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები გაზაფხულზე განხორციელდება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი გაზაფხულზე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს განახორციელებს.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არ მიიღებს.

„გიორგი კვირიკაშვილმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ უფრო ღრმად შეისწავლის მთავრობის მუშაობას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარებად არ მოხდეს, საგაზაფხულოდ ის გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წასვლასთან ბიძინა ივანიშვილი კავშირს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ ივანიშვილს ამ ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„მთავრობა მუშაობს და თან წარმატებით. მას ახალი ხედვა სჭირდება. წარმატებული პრემიერი მაშინ წავიდა, როცა წარმატებული ეტაპი იყო. ივანიშვილის ნება არაფერ შუაშია”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაში„ვერ გეტყვით ვინ მოხვდება ცვლილებებში და რომელი მინისტრები გააგრძელებენ მუშაობას“
შემდეგი სტატია„ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტი არის და და რჩება კერძო სექტორზე ორიენტირებულობა“