ტიმოშენკო პოროშენკო მის მიმართ “პოლიტიკურ ანგარიშსწორებას” აპირებს

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტი პოროშენკო მის მიმართ “პოლიტიკურ ანგარიშსწორებას” აპირებს – ასეთი კომენტარი გააკეთა ტიმოშენკომ უკრაინის გენპროკურორის იური ლუცენკოს მიმართვას ანტიკორუფციული პროკურატურისამდმი, სისხლის სამართლის საქმე აღძრან მის მიმართ.
ტიმოშენკოს თქმით, მსგავსი მოქმედებები იმაზე მოწმობს, რომ “უკრაინაში მაღალჩინოსნები ჯერ კიდევ არ არიან მზად ევროკავშირის სტანდარტებით იცხოვრონ”. მიმდინარე მოვლენებმა მას საკუთარი ბიოგრაფიის უახლესი მოვლენები გაახსენა. “მთელი ჩემი ცხოვრება იმაზე ლაპარაკობს, რომ უკრაინის სუსტი მამაკაცი პრეზიდენტები ჩემთან არასამართლიან კონკურენციას არჩევდნენ, ცდილობდნენ რაღაც მიზეზებით ციხეში ჩავესვით. სამწუხაროდ, პოროშენკო გამონაკლისი არ არის” – თქვა პოლიტიკოსმა, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოოდ, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს არ აღძრავენ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ნადგურდება მოქვის ტაძარი
შემდეგი სტატიათორნიკე მამალაძე პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს