თორნიკე მამალაძე პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს

თორნიკე მამალაძე საქართველოს პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს. ამ მოთხოვნით დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საქართველის საპატრიარქოსთან აქციას მართავს. მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა პატრიარქმა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დააყენოს

“ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოვუწოდებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე მიმართოს. განმეორების შემთხვევაში შესაძლოა სავალალო მდგომარეობა მივიღოთ. ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და არის მისი უწმინდესობის მღვდელი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ პატრიარქს, რომ შეასრულოს “მწყემსი კეთილობა”. იმედი მაქვს უფლის და იმედი მაქვს, რომ ღმერთი გაუნათებთ გონებას და გადადგამენ იმ ნაბიჯს რისთვისაც არიან მოვლენილი ამ ქვეყანაზე.

ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, გუშინ მამა ნიკოლოზი იყო შესული. მან აზიარა და ზიარება მოხდა მაშინ, როდესაც ჩემი ძმის მდგომარეობა კრიტიკულია. მღვდელმაც დააფიქსირა, რომ მდგომარეობა მძიმეა და მას აქვს ინსულტი”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიმოშენკო პოროშენკო მის მიმართ “პოლიტიკურ ანგარიშსწორებას” აპირებს
შემდეგი სტატია“დეკანოზი არის უდანაშაულო და ის არის საპატრიარქოს კარის ინტრიგების მსხვერპლი, სუს-თან ერთად”