Time-ის სამკაულები ყველა სტილისა და გემოვნებისთვის

იცით სად უნდა შეიძინოთ თქვენთვის სასურველი, თქვენი სტილისა თუ გემოვნების და რაც ყველაზე მთავარია, თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი სამკაულები?

 

შეგახსენებთ, რომ Time მომხმარებელს სწორედ ასეთი მრავალფეროვანი ნივთებით უკვე მრავალი წელია ანებივრებს.

 

Time-ის მაღაზიათა ქსელში უკვე წლების განმავლობაში ნაგროვები გამოცდილებით, ყველა ტიპის მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს ის მოდური, კლასიკური, ახალგაზრდული თუ სხვადასხვა ძვირადღირებული სასაჩუქრე სამკაულები, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავთ. სამკაულები, რომლებიც მუდამ განახლებადი კოლექციითა და მუდამ მისაღები ფასებით თქვენს კრიტერიუმებს აუცილებლად მოერგება.

 

ათასობით ერთეული საყურე, ყელსაბამი, სამაჯური, ბეჭედი, ბროში, თუ სხვა ნივთი – ესაა Time-ის ის უთვალავი არჩევანი, რომელიც მაღაზიაში შესვლისთანავე თვალს მოგჭრით, თუმცა კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით საოცნებო ნივთს უმალვე შეარჩევთ.

 

მოდელების მრავალრიცხოვან არჩევანს მიღმა, შერჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, ალბათ ყველასთვის, ფასია. სწორედ Time-ია ის ადგილი, სადაც სამკაულები ფასის უზარმაზარი დიფერენციალით იყიდება.

 

5 ლარიდან – 1,399 ლარამდე, სწორედ ასეთი უზარმაზარია საფასო დიაპაზონი Time-ში, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები კომპანიისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ფერად – ფერადი ბიჟუტერიიდან დაწყებული, კლასიკური ვერცხლით, ოქროთი, ტყავით, პლატინითა და სხვადასხვა მეტალებით დამთავრებული, time -ში შეგიძლიათ შეარჩიოთ ყველანაირი სამკაული.

 

როდესაც საქმე ძვირფასი ნივთების შეძენას ეხება, მნიშვნელოვანია სანდოობა, ხარისხი… სწორედ ასეთია Time-ის სამკაულები. მაგალითად, ძვირადღირებულ სამკაულებს შორის წარმოდგენილია 14K ოქროს საყურეები, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული ბრენდის ANIA HAIE-ს კოლექციიდანაა და რომელიც 1,399 ლარი ღირს. აქ თქვენ იცით, რომ ის ნამდვილი და ხარისხიანია.

 

არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ time საყვარელ მომხმარებლებს სხვადასხვა წამახალისებელი აქციებითა და ფასდაკლებებით მუდამ ანებივრებს, რაც კიდევ უფრო მამოტივირებელი ფაქტორია.

 

ხოლო, თუ საკმაულები არა თქვენთვის არამედ საჩუქრად გსურთ, რომ შეიძინოთ, მაგრამ დარწმუნებული არ ხართ ადრესატის გემოვნებაში, ამისთვის time მარტივ გამოსავალს გთავაზობთ. შეგიძლიათ უბრალოდ სხვადასვა ფასიანი სასაჩუქრე ბარათები შეიძინოთ როგორც ფილიალებში, 100 ლარიდან ღირებულებით, ასევე შეარჩიოთ თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი ონლაინ სასაჩუქრე ბარათი.

 

მოკლედ, time-ში ყველა პირობაა საუკეთესო შოპინგის გამოცდილების, საკუთარი და სხვების გახარებისთვის.

 

 

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსული ჯარი დატოვებას უკრაინას
შემდეგი სტატიამდინარე იორის არხში 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს