ტიკარაძე – საველე ჰოსპიტლებისთვის შერჩეული გვაქვს ლოკაციები

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საველე ჰოსპიტლებისთვის შერჩეულია გარკვეული ლოკაციები, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის მოწყობას შეესაბამება.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საველე ჰოსპიტლები ექიმებისთვის და პაციენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

“ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ეს იყოს კარვის ტიპის საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან მნიშვნელოვანია, როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის, შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება. დღესდღეობით გვაქვს შერჩეული გარკვეული ლოკაციები, რომლებიც მეტად უფრო შეესაბამებიან ჰოსპიტალური სექტორის მოწყობას და რა თქმა უნდა, ასევე ზუსტად ვიცით, თუ რომელი ექიმთა ჯგუფი, თავიანთი მაღალი კვალიფიკაციით, შეძლებენ დიდი რაოდენობით პაციენტების მართვას”,-თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაციის ცენტრებამდე მიიყვანს
შემდეგი სტატიაავჭალაში სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემა ეწყობა