ტიკარაძე – ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებში

ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წლის ზემოთ მოქალაქეებში. ასევე, ავადობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გვაქვს მაღალი 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან აქტივობასა და წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც გააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, სადაც გვაქვს მაღალი რისკები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მაღალ რისკჯგუფებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.

„ჩვენ გავაკეთეთ არაერთი ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ავადობა მოსახლეობაში ასაკობრივ ჭრილში და ასეევე, როგორია ვაქცინაცია ასაკობრივ ჭრილში. ცალსახად გამოიკვეთა საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი. ჩვენ ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 80-70 წლის ზემოთ მოქალაქეებში. ასევე, ავადობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გვაქვს მაღალი 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში და როდესაც ეს მონაცემები შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციას და ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია ჩვენი მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზემოთ. მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან აქტივობასა და წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც გააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, სადაც გვაქვს მაღალი რისკები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – “წითელი ჯვრისგან” საჩუქრად 100 000 დოზა “სინოფარმს” მივიღებთ
შემდეგი სტატიარეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუა აირჩიეს