ტიბეტელი, რომელმაც საკუთარი ენის სწავლა მოინდომა, სეპარატიზმის ბრალდებით დააპატიმრეს

ჩინეთში ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ტიბეტელს, რომელმაც საკუთარი ენის სწავლა მოინდომა – The New York Times-ი წერს. ტაში ვანჩუკით მას შემდეგ დაინტერესდნენ სამართალდამცველები, რაც 2016 წელს ამერიკულ გაზეთს მისცა ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ჩინეთის მთავრობა ტიბეტში ტიბეტური ენის სწავლას კრძალავს. მისი თქმით, ტიბეტელებს ოფიციალურად აიძულებენ ჩინურ დიალექტზე პუტუნხუაზე ილაპარაკონ.

2018 წის იანვარში ვანჩული სასამართლოს წინაშე წარსდგა. ინტერვიუში გამოთქმული მისი კომენტარების საფუძველზე მამაკაცი სეპარატიზმის გაღვივებაში დაადანაშაულეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თვითონ სასამართლოში განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ტიბეტისთვის არ იბრძვის და თქვა, რომ ტიბეტური ენის სწავლით, კანონი არ დაურღვევია, რადგანაც ჩინური კანონები ამას არ კრძალავს.
სასამართლოზე ვანჩუკის ნათესავებიც არ დაუშვეს. მათ განაჩენი ტელეფონიდან გაიგეს.

ტიბეტი ჩინეთმა გასულ საუკუნეში ძალის გამოყენებით შეიერთა.

banner
წინა სტატიაშინეიროქირურგებმა მაკლს ჯექსონის “შეუძლებელი ილეთი” ახსნეს
შემდეგი სტატიადღეში ერთი კვერცხის მიღება ნაადრევი სიკვდილისგან იცავს