“თვითმმართველობის გაუქმება ნიშნავს ხელისუფლების ცენტრალიზაციას ოცნების და ივანიშვილის ხელში “- აბესაძე

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით თვითმმართველობის გაუქმება პირდაპირ ნიშნავს ხელისუფლების ცენტრალიზაციას ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელში:
“აბსოლუტურად გაუგებარია ძლიერი თვითმმართველობის ჩამოყალიბების საწინააღმდეგო უკანგადადგმული ნაბიჯი, როდესაც დღეს, შვიდ დიდ ქალაქში, ქართული ოცნება აპირებს პირდაპირი წესით არჩეული მერების თანამდებობის გაუქმებას. ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი არსი მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფაა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების შექმნის, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში. თვითმმართველობის გაუქმება პირდაპირ ნიშნავს ხელისუფლების ცენტრალიზაციას ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელში პირდაპირ ნიშნავს მოქალაქეებისადმი უნდობლობას, თავად განსაზღვროს ვინ უნდა იყოს მათი ქალაქის მმართველი. ეს ნიშნავს და საბოლოო ჯამში მოუგვარებელ პრობლემებს ადგილებზე, რაც ისედაც ძალიან მრავლადაა და ცხოვრება გართულებულია,”- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: საქართველო პრაქტიკულად ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი გახდება
შემდეგი სტატიადებატების შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ პრობლემებზე საუბრისთვის – ხოშტარია