დებატების შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ პრობლემებზე საუბრისთვის – ხოშტარია

საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენისას დებატების ფორმატს ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ გამოიყენებს.

“პარლამენტში არც ერთი მინისტრი არ მოდის, როდესაც ჩვენ მათ პრობლემებზე სასაუბროდ ვიბარებთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, დებატების შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ იმ პრობლემებზე საუბრისთვის, რაც ქვეყანაში არსებობს. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, პრობლემებია მედიაგარემოს კუთხით, მოსმენებთან დაკავშირებით და ა.შ. ჩვენ ამ საკითხებზე ვეცდებით რეალური დებატების გამართავს და მოვითხოვთ პასუხების მიღებას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში“თვითმმართველობის გაუქმება ნიშნავს ხელისუფლების ცენტრალიზაციას ოცნების და ივანიშვილის ხელში “- აბესაძე
შემდეგი სტატიაშეშად ქცეული ივანიშვილის წიფელი – ფოტორეპორტაჟი