“თვალსაზრისი, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები არ არიან ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, არასწორია”

თვალსაზრისი, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები არ არიან ინფორმირებულები საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, არ არის სწორი.- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა. ამ განცხადებით ის პრეზიდენტს გამოეხმაურა. დღეს გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა საქართველოს საელჩოებს, ითარგმნოს კარასინის განცხადება და მიეწოდოს ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს.

„ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან ვართ ძალიან ახლო კოორდინაციის რეჟიმში. ვფიქრობ, ჩვენს პარტნიორებს საკუთარი წყაროებიც აქვთ, მათ აქვთ საქართველოში აკრედიტებული საელჩოები და ბუნებრივია, ამ წყაროდანაც იღებენ ინფორმაციას. თვალსაზრისი, რომ ჩვენი პარტნიორები არ არიან ინფორმირებულები, ეს ასე არ არის, ისინი ჩვენგანაც და თავიანთი საელჩოებიდანაც იღებენ ამომწურავ ინფორმაციას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და იმაზეც, რა განცხადებები კეთდება საქართველოსთან მიმართებაში.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ “დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებაა. გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთი ჯერ თავს იკავებს, მაგრამ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი”. კარასინამ ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმებაც მოითხოვა

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში ინგა გრიგოლიას დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში გარკვეული დაზუსტება გაკეთდეს